აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი, ღარიბი ხალხისთვის სახლებს კვლავ საკუთარი ხელით აშენებს. რამდენიმე თვის წინ გადატანილი ოპერაციის მიუხედავად, კარტერი თავის საქველმოქმედო საქმიანობას დაუბრუნდა. ყოფილი პრეზიდენტი და პირველი ლედი როსალინ კარტერი, ტენესის შტატში 21 ახალი სახლის აშენებას გეგმავენ.
„ეს არის ყველაზე კეთილი ადამიანი, რომელმაც ქვეყანა აქცია უკეთესად“– წერს დასავლური მედია.
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ მენჯ–ბარძაყზე ჩაუტარდა ოპერაცია, უკვე 35 წელია გაეროს ადამიანთა დასახლებების ცენტრში (ჰაბიტატი) მოხალისედ ირიცხება და უსახლკარო ადამიანებზე ზრუნავს.
1984 წლიდან დღემდე, ჯიმი და როზალინ კარტერმა 14 ქვეყანაში, 4 300 –ზე მეტი სახლის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.
მიუხედავად იმისა, რომ მოტეხილობის შემდეგ ექიმებმა მას ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსის გავლა ურჩიეს, ჯიმი კარტერი დასვენების მაგიერ, საკუთარ დროს მაინც სხვების დასახმარებლად იყენებს.