რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებს, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, როდის დაიწყებს კრემლი 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულებას და როდის გაიყვანს ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან.
“ყოველთვის ვასრულებთ. როცა ჩვენ მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას”,- თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი დღეს ერევანში იმყოფება, სადაც ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს უმაღლესი სხდომა მიმდინარეობს.
კომენტარები