იემენელმა შიიტმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა, რომ მან გაანადგურა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების მიერ რიადის მიმართულებით გაშვებული ბალისტიკური რაკეტები. კოალიციის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ტურქი ალ-მალკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ორი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს.
ალ-მალკის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვამ ერ-რიადის რეგიონში შესაძლო საფრთხის შესახებ გაფრთხილება გასცა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ ეს გაფრთხილება გააუქმა.
პარალელურად, ჰუსიტები აცხადებენ, რომ ჰოდეიდაზე მიტანილი იერიშის საპასუხოდ, საუდის არაბეთის პორტებს: ჯიდასა და ჯიზანს თავს დაესხნენ.
