უმჯობესია, სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევის პროცედურაზე იურისტებმა იმსჯელონ, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბარში სემეკ-ის წევრი დავით ნარმანია პარლამენტში კენჭისყრის გადადებას.
„ეს არ არის კომიკური ვითარება. რამდენადაც ვიცი, ეს საკითხის იურისტებს შორის წინასწარ იყო გავლილი და შესაბამისად, გაკეთდა წარდგინება. თუ საკანონმდებლო ხარვეზი და ვაკუუმია, უნდა გასწორდეს, რათა შემდგომში ჩანაწერი მკაფიო იყოს. ეს მხოლოდ სემეკ-ს არ ეხება. პარლამენტი წევრებს ირჩევს, თავმჯდომარეს მაღალი ლეგიტიმაცია აქვს და წესით პარლამენტი უნდა ირჩევდეს“, – განაცხადა ნარმანიამ.
საქართველოს პარლამენტში ”სემეკ”-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურისთვის დღეს უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა კენჭისყრის პროცედურა გადაიდო.
კომენტარები
