ხაჭაპურებს მამაკაცებიც კარგად აცხობენ ხოლმე, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელიც მან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის შესახებ გააკეთა.
“მიუხედავად იმისა რომ ცქიტიშვილზე კარგი წარმოდგენის არც მე ვარ, არ მომწონს მსგავსი შედარება, ქალბატონებთან მიმართებაში იმიტომ, რომ ხაჭაპურებს მამაკაცებიც კარგად აცხობენ ხოლმე. ასეთი იდენტიფიცირება საჯარო სივრცეში მყოფ ქალებზე დიასახლისის როლში კარგად არ გამოიყურება. არ მივესალმები მსგავს ფორმულირებას”, – აცხადებს ბესელია.
“მაია ცქიტიშვილი შეიძლება, კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა,” – ამის შესახებ დღეს მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
