საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ მაია ცქიტიშვილის შესახებ გაკეთებულ კომენტარს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ხაზარაძის განცხადება სექსისტური შინაარსისაა.
,,სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მამუკა ხაზარაძის გამონათქვამი არის სექსისტური შინაარსის და აძლიერებს დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცისათვის განსაზღვრული გენდერული როლების შესახებ. მამუკა ხაზარაძის აღნიშნული განცხადებით წარმოჩენილია, რომ ქალი მხოლოდ სამზარეულოში შეიძლება იყოს კომპეტენტური, ხოლო საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი ჩართულობის უნარი, განათლება და კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არის დაყენებული,”- აცხადებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.
“მაია ცქიტიშვილს საერთოდ წარმოდგენა არა აქვს რა არის ინფრასტრუქტურა. ის შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ მე არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა მილიარდებს აბარებენ”,– ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
