მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანია და მორჩა- ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა „ვალდაის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„სომხეთის პრემიერი ხშირად ამბობს, რომ კონფლიქტის მოგვარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს აზერბაიჯანელი, სომეხი და მთიანი ყარაბაღის ხალხის ინტერესები, მაგრამ მთიანი ყარაბაღის ხალხი, როგორც ასეთი, არ არსებობს. არსებობს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, რომელსაც კონფლიქტამდე ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები შეადგენდნენ. აზერბაიჯანს სურს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილების დაბრუნება, “-აღნიშნა ალიევმა.
მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. ბაქო რეგიონის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას სამხედრო ოპერაციით შეეცადა, თუმცა დამარცხდა. 1994 წელს აზერბაიჯანმა, სომხეთმა და მთიანმა ყარაბაღმა, რუსეთის შუამავლობით ხელი მოაწერა ბიშკეკის პროტოკოლს ზავის შესახებ.