ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. ინციდენტი განდის 150-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების დროს მოხდა. მძარცველებმა მემორიალთან წარწერაც დატოვეს: „ერის გამყიდველი“.
მაჰათმა განდი 1948 წლის იანვარში მოკლეს, რის შემდეგაც მის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა, ფერფლი კი რამდენიმე ნაწილად დაიყო. ფერფლის ნაწილი მადჰა პრადეშის შტატში, მემორიალში ინახებოდა.
კომენტარები