ჩრდილოეთ კორეამ აშშ-სთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკება ჩაშალა,- ამის შესახებ განაცხადა კორეელმა მაღალჩინოსანმა კიმ იონგ გილმა შვედეთში ამერიკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე,- ინფორმაციას ავრცელებს RT-ი
კორეელი მაღალი თანამდებობის პირის განცხადებით, მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხზე არ განახლდება წლის ბოლომდე და იგი ურჩევს ამერიკულ მხარეს, შეცვალონ თავიანთი პოზიცია.
სტოკჰოლმში გამართული 8 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეელების პოზიცია და დამოკიდებულება მოლაპარაკებების ფორმატში არ ჯდება.
,,მოლაპარაკებებმა ვერ გაამართლეს ჩვენი მოლოდინები და იგი საბოლოოდ ჩაიშალა“,- განაცხადეს ამერიკელმა დიპლომაატებმა.
კომენტარები