ერაყში ახალი შეტაკებისას 8 ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა, ამის შესახებ Reuters წერს.
შეტაკება საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა. დაპირისპირება ქალაქ სადრში მოხდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ერაყში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ეხმიანება და ქვეყანის ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყდეს “სიცოცხლის უაზროდ მოსპობა”. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია. ბაღდადში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები რამდენიმე დღეა გრძელდება. აქციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.
მომიტინგეებმა ქუჩებში გამოსვლა 1 ოქტომბერს დაიწყეს. აქციის მონაწილეები უმუშევრობასა და კორუფციას აპროტესტებენ. 3 ოქტომბერს ბაღდადში ამოქმედდა კომენდანტის საათი. მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიის 75%-ს ინტერნეტი გაუთიშა.