შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს მეხუთე განყოფილებაში გორის რაიონის სოფელ ახალსოფლის მკვიდრმა, 1957 წელს დაბადებულმა ა. ა.-მ სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.
სულ ჩაბარებულია: „ეფ-1“-ის ტიპის 2 ხელყუმბარა, მსხვრევადი ხელყუმბარისთვის განკუთვნილი 1 ამფეთქი ფალია და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 40 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, წარმოდგენილი საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.
აღნიშნული მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება.
კომენტარები