იაპონიაში მოსალოდნელი ტაიფუნის გამო, რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩი, ახალ ზელანდიას და იტალიას და საფრაგეთსა და ინგლისს შორის, გადაიდო. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. მატჩების გადადების მიზეზად, სპორტსმენებისა და მაყურებლისთვის უსაფრთხო პირობების შექმნა სახელდება.
„როიტერსის“ ინფორმაციით, ტაიფუნმა „ჰაგიბისი“ იაპონიაში ერთი ადამიანი უკვე იმსხვერპლა, ხოლო 4 დაშავდა. მილიონობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ შაბათს საღამოს, ტაიფუნი ბოლო 60 წლის მანძილზე, ყველაზე ძლიერ წვიმას დ ქარს გამოიწვევს.
კომენტარები