აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) დროებითი სასამართლო ყადაღა დაადო ორ ოფშორულ კომპანიას, რომელიც სავარაუდოდ აშშ-სა და უცხო ქვეყნებში ტოკენების უკანონო პირველად მონეტარულ შეთავაზებებს (ICO) აწარმოებდნენ.
საუბარია პაველ დუროვისკომპანია Telegram Group Inc.-ზე და მის შვილობილ კომპანია TON Issuer Inc.-ზე. კომისიის ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან ამ კომპანიებმა ინვესტორებისგან ბლოკჩეინ-პლატფორმა TON-ის და კრიტპოვალუტა Gram-ის შესაქმნელად 1,7 მილიარდი დოლარი მიიღეს.
ოფშორული კომპანიებისგან 171-მა მყიდველმა Gram-ის 2,9 მილიარდი ტოკენი შეიძინა. კომისიის მტკიცებით, Telegram-ს ბლოკჩეინ-პლატფორმა 2019 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა შეექმნა.
როგორც კომისიის საჩივარშიანათქვამი, ბლოკჩეინ-პლატფორმა TON-ის შემქმნელებმა კრიტპოვალუტა Gram-ის გაყიდვა და შემდგომი მიმოქცევა არ დაარეგისტრირეს, რაც „ფასიანი ქაღალდების შესახებ“ ამერიკული კანონის დარღვევაა.
Telegram-ში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.