გერმანიაში ქალაქ ჰამბურგში დანით შეიარაღებული კაცმა სამი ადამიანი დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პირველი ინციდენტი ადგილობრივი დროით 03:22 საათზე მოხდა. 23 წლის კაცი მის თანატოლ კაცს დაესხა თავს. რამდენიმე წუთის შემდეგ ის შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა და კიდევ ორი გამვლელი დაჭრა.
თავდამსხმელი დაკავებულია, მისი მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.
კომენტარები