ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად ტოკიოში სულ ცოტა 2 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, იაპონიის დედაქალაქში სტიქიის გამო 60-მდე ადამიანი დაშავდა. ქალაქში ევაკუაცია 6 მილიონი ადამიანისთვის გამოცხადდა.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ქვეყნის 12 პრეფექტურაში, მათ შორის ტოკიოში განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა. სინოპტიკოსების ვარაუდით, „ჰაგიბისი“ ბოლო 60 წლის განმავლობაში იაპონიაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტაიფუნს ტოკიომდე 13 ოქტომბერს უნდა მიეღწია, თუმცა მისი სიჩქარე პროგნოზირებულზე მაღალი აღმოჩნდა.
კომენტარები