რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ავტომაგისტრალზე მოძრავი მოტოციკლი ავტომობილს შეეჯახა, რა დროსაც მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც, “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.
კომენტარები
