.შვედეთის 73 წლის მეფემ, კარლ XVI გუსტავმა ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ განაცხადა. ახალი წესები უშუალოდ სამეფო ოჯახის წევრებს და მათ მოვალეობებს ეხება.
მეფის შვილების – პრინც კარლ ფილიპის და უმცროსი ქალიშვილის, პრინცესა მადლენის შვილები ამიერიდან შვედეთის სამეფო ოჯახის წევრები აღარ არიან. მათ ასევე ჩამოერთვათ ტიტული – მისი უდიდებულესობა და აღარ აქვთ უფლება შვედეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტები იყვნენ.
შვედეთის სამეფო სახლის ვებგვერდიდან პრინც კარლ ფილიპისა და პრინცესა მადლენის ტიტულჩამორთმეული შვილების ბიოგრაფიებიც წაშალეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ კარლ ფილიპის და პრინცესა მადლენის შვილები – სამი წლის პრინცი ალექსანდრი, ორი წლის პრინცი გაბრიელი, ხუთი წლის პრინცესა ლეონორა, ოთხი წლის პრინცი ნიკოლა და ერთი წლის პრინცესა ადრიენა პრინცების, პრინცესების და ჰერცოგების ტიტულებს შეინარჩუნებენ, რომლებიც მეფემ ადრე მიანიჭა, თუმცა არავითარი სამეფო მოვალეობები არ დაეკისრებათ.