მთავარი არხის მეწილე შპს საქართველოს უნივერსიტეტი გახდა. კერძოდ, როგორც საჯარო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, შპს საქართველოს უნივერსიტეტი ტელეკომპანიის 2%-ანი წილის მფლობელი გახდა. თავის მხრივ კი, საქართველოს უნივერსიტეტის 37,5%-ანი წილის მფლობელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაა, 12,5%-ის – ნიკოლოზ ალასანია, ხოლო 50%-ის – მანანა სანაძე.
ამჟამად “მთავარი არხის” წილები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
- 51%- ნიკა გვარამია;
- 42% – კახაბერ ანჯაფარიძე;
- 2,5% – გიორგი რურუა;
- 2,5 % – მარი ანა რურუა;
- 2 % – შპს საქართველოს უნივერსიტეტი.
კომენტარები