ბანგლადეშში, ბოლას ოლქში პოლიციასთან შეტაკების დროს სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. დაპირისპირება Facebook პოსტს მოჰყვა, რომელიც მუსლიმებისთვის შეურაცხმყოფელ შინაარსს შეიცავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-იავრცელებს.
სამართალდამცველებთან შეტაკება მაშინ მოხდა, როდესაც დედაქალაქიდან 190 კილომეტრის დაშორებით, გაბრაზებული ხალხის ჯგუფი Facebook პოსტს აპროტესტებდა, რომელშიც ინდუსმაწინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ შეურაცხმყოფელი ტექსტი დაწერა.
პოლიციის განცხადებით სოციალური ქსელი გატეხეს და პოსტი განზრახ გამოაქვეყნეს, ჰაკერთა ვინაობა კი დადგენილია.
კომენტარები