ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის თქმით, რესპუბლიკა მზადაა უკან დაბრუნების საშუალება მისცეს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს, რომლებიც სირიაში იბრძოდნენ. „ჩვენ მათ სიამოვნებით მივიღებთ. თეატრის ბილეთებს გადავცემთ თუ ადგილს სასაფლაოზე, ჯერ არ ვიცი“, – განაცხადა მან ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
კადიროვმა, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩეჩნეთს შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და რუსეთის ჯარებს შეუძლიათ „წესრიგი აღადგინონ“ სირიაში.
ცნობისთვის, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ასობით ჩრდილოეთ კავკასიელი იბრძოდა.
კომენტარები