იაპონიაში ტაიფუნ “ჰაგიბისის” შემდეგ დაკარგულებს ისევ ეძებენ. 10 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება.
ტაიფუნისგან დაზარალებული რეგიონების აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. იაპონიის პრემიერის შინზო აბეს განცხადებით, თანხა გამოყოფილია, თუმცა აღდგენით სამუშაოებს გარკვეული დრო დასჭირდება.
ტაიფუნმა “ჰაგიბისმა” 79 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კალაპოტიდან გადმოვიდა 47 მდინარე. სტიქიამ 100-ზე მეტი მეწყერი გამიწვია. იაპონიაში დღეს ათასობით ადამიანი ისევ უსახლკაროდ არის დარჩენილი.
კომენტარები