12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა მძიმეა, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგმა, მარინა ფირცხალავამ განაცხადა.
მისივე თქმით, მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთების შემდეგ გადაწყდება.
“ამ ეტაპზე მდგომარეობა უცვლელია, არის მძიმე, არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. კომა შეფასდა 4 ქულით, რის გამოც არის გადაყვანილი ვენტილაციაზე. კომპიუტერული კვლევით, მას, ამ ეტაპზე, ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. მოგვიანებით გაკეთდება საკონტროლო კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლითაც გადაწყდება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურია,” – აღნიშნა ექიმმა.
კომენტარები
