აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აცხადებს, რომ ქურთების შენაერთებმა სირიაში ე.წ. უსაფრთხოების ზონა დატოვეს. თურქეთსა და სირიას შორის დაზავებაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
„დღეს მივიღეთ შეტყობინება სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურისგან, რომ თურქი სამხედროების კონტროლის ქვეშ მყოფი უსაფრთხოების ზონიდან მათი ყველა სამხედრო გაყვანილია. ჩვენი გუნდი აგრძელებს კონსულტაციებს ორივე მხარესთან იმ იმედით, რომ მალე ცეცხლის მუდმივად შეწყვეტას მივაღწევთ. ეს დისკუსია გრძელდება“, – განაცხადა მაიკ პენსმა „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-მა საერთაშორისო საზოგადოებას მისცა შესაძლებლობა, თურქ და ქურთ მოსახლეობას შორის სირიაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო შეიქმნას. ამ ყველაფერთან ერთად კი, ამერიკული კონტიგენტი სამშობლოში ბრუნდება.