ინგლისში ესექსის საგრაფოში სატვირთო მანქანა აღმოაჩინეს, რომელშიც 39 ცხედარი იპოვეს. ავტომობილი გაჩერებული იყო ქალაქ გრეისის ინდუსტრიულ ზონაში.
პოლიცია შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი – 25 წლის ირლანდიელი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.
ჯერჯერობით დაღუპულთა შესახებ ცნობილია ის, რომ მათ შორის 38 მოზრდილი და ერთი არასრულწლოვანია. ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის ოფიცრის, ენდრიუ მარინერის თქმით, გარდაცვლილთა იდენტიფიცირებას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს.
დადგენილია, რომ სატვირთო ინგლისში ბულგარეთიდან გასულ კვირას შევიდა.
სატვირთოს აღმოჩენის ადგილს პოლიცია იცავს.
კომენტარები