„ადვოკატებს გვიხარია, ძალიან ბევრი გამამართლებელი განაჩენი დგება. იმ 9-წლიან რეჟიმზე არ მინდოდა საუბარი, მაგრამ გამამართლებელი განაჩენის შემდეგ ნარკოტიკი ჩამიდეს“, – ამის შესახებ ადვოკატმა თამარ აბესაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
„ეს იყო 2005 წელი. პირველი გამამართლებელი განაჩენი 2003 წლის შემდეგ, როდესაც მოვიდა სააკაშვილი, ყველაფერი შეიცვალა. იყო ნულოვანი ტოლერანტობა, უდანაშაულო ბიჭი დაიჭირეს და მე ვიყავი შოკირებული, რომ მოსამართლემ, რომელმაც გაამართლა (დავით გაგნიძე) მოხსნეს. რამდენიმე დღეში მე პატიმართან შესახვედრად მივდიოდი, ჩემი ჩანთიდან ამოიღეს პრომედოლის ამპულა. მაშინ მივხვდი, რომ ვიყავი დასაცავი., ისტერიკაში ვიყავი, ახლობლებს გავუმჟღავნე. სოზარ სუბართან გავიქეცი, გრიგოლ გიორგაძესთან გავიქეცი. თავიდან არავის სჯეროდა“, – ამბობს თამარ აბესაძე.
