ბრიტანეთის პოლიცია ჯერჯერობით ვერ ადასტურებს, რომ 39 ადამიანი, რომელთა ცხედრები სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს, ჩინელები არიან, – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერსი” ლონდონში ჩინეთის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონთან ახლოს, სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა. გუშინ სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ აღმოჩენილი ადამიანები ჩინელები არიან. გამოძიება ადამიანთა ტრეფიკინგის ვერსიას განიხილავს.
კომენტარები