გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი რამდენიმე საიტზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოთი გავრცელებულ კიბერშეტევის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ მიშას ბოტების ქარხანა ჰაკავს სამთავრობო საიტებს.
“მიშას ბოტების ქარხანა ჰაკავს სამთავრობო საიტებს და დებს საკუთარ ფოტოს წარწერით, დავბრუნდებიო. ახლა, რაშია საქმე – შიშით ჩასვრილი, რეალურ ცხოვრებაში ვერ ბრუნდება და ვირტუალურით ანაცვლებს ამ მისთვის მწარე რეალობას. თვალს ხუჭავს და წარმოიდგენს… სექსოლოგიის ენაზე ამას სხვა სახელი ჰქვია… აი, როგორ აგიხსნათ…. მოკლედ, ბნელში რომ აკეთებენ მისნაირები, ვიდრე გათენდება“, – წერს სოციალურ ქსელში ლაშა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს ჰაკერული თავდასხმა რამდენიმე ქართულ ვებგვერდზე,მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც განხორციელდა. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა წარწერით – მე დავბრუნდები (I’ll be back).
