თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოყვა.
მაღალი სისწრაფით მოძრავმა ავტომობილმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს, შემდეგ კი მეორე ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომანქანის მგზავრი გარდაიცვალა.
დაშავებულია სხვა ავტომანქანის მძღოლიც, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი
კომენტარები
