წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.
სინოდის სხდომა 12:00 საათზე არის დაგეგმილი. როგორც დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხდა, წმინდა სინოდის სხდომის დანიშვნის გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აღნიშნავს, რომ სინოდის სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობიც დაესწრება.
კომენტარები
