თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან 1-ელ ნოემბერს, 19:00 საათზე სახელმწიფო კანცელარიასთან „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ კამპანიის პირველი შეკრება იწყება.
კამპანია სოციალურ ქსელში დაიგეგმა.
„ქვეყანაში აზარტული თამაშების ეპიდემიაა. ამ სენის გამო უამრავი ადამიანი იკლავს თავს!
ხელისუფლება კი დუმს. საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა არა თუ იცავს მოსახელობას, არამედ ხელს უწყობს მათ ჩართვას აზარტულ თამაშებში.
გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა. კამპანია „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ პირველ საჯარო შეკრებას იწყებს,სადაც გაჟღერდება კონკრეტული მოთხოვნები. ერთად გამოვაღვიძოთ ხელისუფლება, რომ გაიგოს ხალხის ხმა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები
