თეოლოგ ლევან აბაშიძის განცხადებით, შესაძლოა, მეუფე იაკობის განცხადებები გამიზნული პროვოკაციის ნაწილი იყოს.
მისი თქმით, საუაბრია პროვოკაციაზე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ებრძვიან, როგორც მეუფე შიოს, ასევე ხელისუფლებას. განცხადება ლევან აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე გააკეთა.
„საერთოდ არ ვარ მომხრე რაღაც ვარაუდების და შეთქმულების თეორიის, მაგრამ იმდენი თეორია გვესმის, უამრავი ექსპერტი გამოდის და ყველაფერი „იციან“.
დასაფიქრებელია, რომ ეს მოხდა სწორედ მაშინ, როცა საქართველოს ეკლესიის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა პატრიარქის მოსაყდრე შიო, იმყოფებოდა აშშ-ში. მათ ჰქონდათ შეხვედრები საკმაოდ მაღალ დონეზე. მოსაყდრე შიო შეხვდა იმ პირებს, რომლებიც განსაზღვრავენ ამერიკის პოლიტიკას. სახელმწიფო დეპარტამენტში ისინი შეხვდნენ იმ სახელმწიფო მოხელეს, რომელიც რელიგიის საკითხებს, საერთაშორისო რელიგიურ უფლებებს კურირებს, ასევე სახელმწიფო ადმინისტრაციაში შეხვდა იმ ადამიანს, რომელიც სწორედ ჩვენს რეგიონს კურირებს. მოკლედ,აშშ-ში უმაღლესი დონის შეხვედრები იყო. იმის ნაცვლად, რომ ახლა ამ შეხვდრაზე ვსმჯელობდეთ, რაზე ვმსჯელობთ? რომ რუსეთის გავლენით დაინიშნა მეუფე შიო, თუ არა? ეს ჩემი აზრით, არაფერს ვამტკიცებ, შესაძლოა, იყოს გამიზნული პროვოკაცია იმ ადამიანების, იმ პოლიტიკური, თუ საეკლესიო-პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ებრძვიან როგორც მეუფე შიოს, ასევე ამ ხელისუფლებას. გადახედეთ, ვინ ამბობს, რომ შიო რუსული პროექტია? ამას ამბობს შეურიგებელი ოპოზიცია, ჩვენი თეოლოგები, მაგალითად, ბარნოვი ამბობს ამას. საიდან იცის? რამე მტკიცებულება არის, რომ ეს რუსული პროექტია?” – განაცხადა ლევან აბაშიძემ.
აბაშიძემ სინოდის კრებასაც გამოეხმაურა, რომელიც ამ წუთებში იმართება.
„სინოდის კრების უშუალო მიზეზი არის სწორედ ქორეპისკოპოს იაკობის საკმაოდ სკანდალური გამონათქვამები. ეს საკითხი, სავარაუდოდ, აუცილებლად იქნება განხილული. შემდეგ რამეს გავიგებთ ამასთან დაკავშირებით , თუ არ გავიგებთ , გააჩნია იმას, იქნება, თუ არა რამე გადაწყვეტილება მიღებული. ერთერთი გადაწყვეტილება, როგორც ვიცით ,უკვე მეღებულია. ქორეპისკოპოსი გადადგა, ასევე დატოვა ფინანსური განყოფილების უფროსობა. შესაძლოა, არანაირი სხვა დამატებითი გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული.
თავისთვად, როცა ერთი უმაღლესი იერარქი ადანაშაულებს მეორე იერარქს საკმაოდ მძიმე ცოდვაში, დანაშაულში, როცა ის ადანაშუალებს სახელმწიფოს უმაღლეს წარმომადგენლებს დანაშაულში, საჭიროა ეკლესიაში ამაზე რაღაც განხილვა და გამოკვლევა“ – განაცხადა თეოლოგმა.
ამასთან, ლევან აბაშიძე აცხადებს, რომ პატრიარქის გადადგომის საკითხი წარმოუდგენელია.
„პატრიარქის გადადგომის საკითხის შესახებ პირველად მესმის ახლა. ეს იმდენად ფანტასტიური და დაუჯერებელია. ასეთი რამე, როგორც მე ვიცი, ჩვენს ეკლესიაში არ მომხდარა. ამიტომ ეჭვის თვალით ვუყურებ ამას. ძალიან პატარა ალბათობაა, რომ ასეთი რამ იყოს”, – განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, დღეს წმინდა სინოდის სხდომა იმართება. მეუფე იაკობი დაესწრება წმინდა სინოდის სხდომას. წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, -ამის შესახებ განცხადება დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა საქართველოს საპატრიარქოში გააკეთა.
ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური სთავაზობდნენ პატრიარქის გადაყენებას. მეუფე იაკობის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც.
“პირველი მე ვიყავი მაგ შეხვედრაზე, მერე იყო მეუფე თეოდორე, მერე – მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.
