ჟურნალისტი და საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსის” დამფუძნებელი, დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
“ამ კაცს რომ ვუყურებ, შიშის გრძნობა მეუფლება და თითქოს ვიყინები.. განა იმიტომ რომ, ის გვარად ბერბიჭაშვილია, ანდა დღემდე ნაცებისა და მიშას მადიდებელ-მლოცველ მეუფედ რომ რჩება, არამედ, მისი ზედმეტი სიმშვიდეა, ჩემთვის პირადად, დამთრგუნველი და შიშის მომტანი… ის თითქოს, თავისი მანერებით, პატრიარქს ბაძავს, მშვიდი ტონით საუბრობს, იგივე ხმის ტემბრით, აუღელვებლად, სინამდვილეში კი, პირდაპირი ტექსტით, პეტრე გარეწარის თანამოაზრეა… ის სინოდის სხდომას, სავარაუდოდ, განგებ არ დაესწრო და ამის მიზეზად, ალიბიც კი დასახელდა, რადგანაც მან კარგად იცოდა, რაც მოხდებოდა სინოდის სხდომაზე… გარდა იმისა, რომ ის ნიჭიერი ადამიანია, ბუნებით, სულითა და ხორცით, ბერბიჭაშვილია ბოლოს და ბოლოს, აბა, გოთვერნობისა და ეშმაკობის გარეშე, ეგ როგორ გაჩერდებოდა?… ტიპს, რომელსაც დღემდე რომ აბოდებს, მიშასა და ახალაიებზე…მას კავშირი არ გაუწყვეტია ნაციონალურ მოძრაობასთან და მათ გარეშე, ის არ ცხოვრობს.… ის ხშირად, ლოცვებსაც კი აღავლენს, მიშას სადიდებლად და მრევლსაც მოუწოდებს, ილოცონ, რათა სააკაშვილი დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ყველასთვის ცნობილია, რომ ის არ სცნობს დღევანდელ ხელისუფლებას და ლოცულობს, დროულად ეშველოს ქვეყანას, არსებული ხელისუფლების წასვლითა და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით... ეს იცის, ფოთისა და სამეგელოს მთელმა ეპარქიამ და ეგ არავისთვის არ არის ახლი ამბავი… ხოდა, გამოდის რომ, ეს ადამიანი ქვეყნისთვის, პეტრეზე არანაკლებ ბოროტი და მავნებელია. პატრიარქის ნების საწინააღმდეგოდ, ის პეტრესგან განსხვავებით, მშვიდი და აუღელვებელი ტონით აკეთებდა განცხადებებს… დაიმახსოვრეთ კარგად, გრიგოლ ბერბიჭაშვილი ნამდვილად არ არის პეტრე ცაავა, ის ბევრად ჭკვიანი, საშიში და ბოროტი ადამიანია, ამიტომაც მისი ყველა ქმედება, დასაკვირვებელი და საყურადღებოა, რადგანაც ის სამეგრელოში, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დასაყრდენი ძალაა და მისი ქმედება, არაფრით არ იქნება პეტრეს ქმედების იდენტური, ის ბევრად უფრო სახიფათო და მნიშვნელოვანი იქნება… ამიტომაც, ვისაც ამ შეუქცევადი პროცესების შეჩერება შეუძლია, დროულად იმოქმედოს, სანამ ეს ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის შეგრძნებას არ განავითარებს.. მანამ, სანამ პეტრე ცაავას მიერ გამოთქმულ საზიზღრობებზეა ერი გადართული, ამასობაში პატრიარქის ხმით მოღუღუნე გრიგოლი, ბოროტებისა და მავნებლობის ახალ გემებს, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ხლართავს... სახუმარო მდგომარეობა არ გვაქვს და მართლა მიხედეთ საქმეს!”-წერს ლიპარტელიანი.
“დაიმახსოვრეთ კარგად, გრიგოლ ბერბიჭაშვილი ნამდვილად არ არის პეტრე ცაავა, ის ბევრად ჭკვიანი, საშიში და ბოროტი ადამიანია”
01.11.2019 14:41:25
კომენტარები
ნანახია: 2906 ჯერ
