აზარტულ თამაშებზე შეზღუდვის მოთხოვნით პეტიცია მომზადდა. პეტიცია მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის – „გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ მონაწილეებს აზარტული თამაშების საწინააღმდეგო კამპანიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანა დოლიძემ გააცნო.
„1. აიკრძალოს 25-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის შესვლა აზარტული სათამაშო დაწესებულებებში, მონაწილეობა და რეგისტრაცია
2. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მთავრობამ უზრუნველყოს ლუდომანიით დაავადებულთათვის პროგრამების დაფინანსება, მათ შორის ცხელი ხაზის შექმნა.
3. აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ყველა ტიპის მედიასაშუალებაში და ასევე გარე რეკლამების განთავსებას ბილბორდებზე, ავტობუსებზე და ა.შ
4. პირველი ნოემბერი გამოცხადდეს აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის დღედ“, – აღნიშნულია პეტიციაში.
