სარეაბილიტაციო და პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ვაკის მოსახლეობას ნაწილს ხვალ გაზმომარაგების მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აბონენტების ახლად აშენებულ ქსელზე გადართვის მიზნით 4 ნოემბერს 1300-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება კერძოდ: თ. აბულაძის ქ. 30 (ლევან მიქელაძის ქ. 17); თ. აბულაძის ქ. 32 (ლევან მიქელაძის ქ. 19 –ყიფშიძის ქუჩა, ავტოგასამართი სადგურის მიმდ.); თ. აბულაძის ქ. 31 (ჭავჭავაძის გამზირსა და ყიფშიძის ქუჩას შორის); ნ. ყიფშიძის ქ. 2კ (იგივე, ი. ჭავჭავაძის გამზ. 39ბ), 5, 5ა, 5-7, 7, 7ბ, 7ა, ნ. ყიფშიძის ქ. 9-შიმდებარე შპს „ფორტის დეველოპმენტი”-ს;
ი. ჭავჭავაძის გამზ. მე-9 საავადმყოფოს ჩრდილოეთით მდებარე – (ზ. ავალიშვილის ქ. 8) შპს„ჭავჭავაძე 33″, ი. ჭავჭავაძის I შეს. 4-ში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 37) მდებარე ი.ბ.ა. „მედიკოსი”-ს,ი. ჭავჭავაძის გამზ. 60-ში მდებარე შპს „ჰაუსარტ ლუქსი”-ს, ი. ჭავჭავაძის გამზ. 33ე (იგივე ი.ჭავჭავაძის გამზ. 33კ), ი. ჭავჭავაძის გამზ. 37ლ – შპს „არქი თაუერი”, ი. ჭავჭავაძის გამზ. 52, ი.ჭავჭავაძის გამზ. 54 (კავსაძის ქ. 2), 54ა; კავსაძის ქ. 3კ-ში მდებარე შპს „დომუს დეველოპმენტი”-ს საცხოვრებელი კორპუსები;
ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო; თურქეთის საელჩო; სიმონ ხეჩინაშვილის სახ. კლინიკა; შპს „თანამედროვე განათლების აკადემია”; სს „აქსის თაუერსი” და სხვა; გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 6 ნოემბრის დილის 10.00 სთ-დან და დასრულდება 18.00 სთ-მდე”, – აღნიშნულია „თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
