დეპუტატ სოფო კილაძის მეუღლე 31 წლის ავთანდილ ხარაძე გახლავთ. ის 2017 წელს თავდაცვის სამინისტროში ინსპექტორის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დაინიშნა.
სოფო კილაძის ფინანსური და ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ მისი ყოფილი მეუღლე ფლობს 5000 დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტას და ამასთან, აქვს იპოთეკური სესხი.
ირკვევა, რომ 17 ოქტომბერს ავთანდილ ხარაძემ პოლიტიკოსს მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა, რის გამოც კილაძემ პოლიციას მიმართა. ავთანდილ ხარაძის მიმართ 30 დღის ვადით შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ყოფილ მეუღლეს სოფო კილაძესთან მიახლოება აეკრძალა.
Read more at https://www.primetime.ge/news/1572945872-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1#y3mSBo4smGmrR283.99
