სოფო კილაძის ყოფილი ქმარი დუმილს არღვევს. ის ზეწოლას უარყოფს. ავთანდილ ხარაძე ამბობს, რომ მას ბავშვთან ურთიერთობის უფლება არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია „საღამოს ნიუსრუმის“ ეთერში გავრცელდა.
როგორც გადაცემის წამყვანმა განმარტა, მან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომლის დროსაც გაირკვა, რომ ცოლ-ქმარს ხელი ჯერ გაწერილი არ აქვთ და განქორწინების შესახებ საქმე სასამართლოშია.
ამასთან, ავთანდილ ხარაძე ამბობს, რომ მისი ერთადერთი მოთხოვნა შვილთან კომუნიკაციაა.
ცნობისთვის, დეპუტატ სოფო კილაძის მეუღლე 31 წლის ა.ხ. გახლავთ. ის 2017 წელს თავდაცვის სამინისტროში ინსპექტორის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით დაინიშნა.
ირკვევა, რომ 17 ოქტომბერს მან პოლიტიკოსს მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა, რის გამოც კილაძემ პოლიციას მიმართა. ა.ხ-ს მიმართ 30 დღის ვადით შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ყოფილ მეუღლეს სოფო კილაძესთან მიახლოება აეკრძალა.
