პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრის, გიორგი ანდრიაძის განცხადებით, მთავრობა ვალდებულია, ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააუქმოს. ამის შესახებ ანდრიაძემ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა.
„საერთაშორისო სამართლის ნორმით, მთავრობა ვალდებულია, გააუქმოს “ამირანში” დაგეგმილი კინოჩვენება – ვინაიდან ის დაპირისპირებას იწვევს.
“სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თუ ის საზოგადოებაში დაპირისპირების და ქვეყანაში არეულობის საფრთხეს ქმნის. ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი სიმშვიდე და ამ მიზნით შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი იმეორებს საერთაშორისო სამართლის ამ ნორმას. გამოხატვის თავისუფლება შესაძლოა შეიზღუდოს „კანონით ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად”, – აცხადებს ანდრიაძე.
