ბათუმში მშენებლობიდან 23 წლის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. მამაკაცი სამშენებლო სამუშაოებს კიროვისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში ახორციელებდა. ახალგაზრდა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.
„30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. ბრიგადას იგი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა. დაღუპული მეოთხე სართულზე სავარაუდოდ ბინას არემონტებდა. კორპუსი მშენებარე არ არის“ – განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
კომენტარები
