გია კრიალაშვილის დას, ლია კრიალაშვილს სამშენებლო კომპანია კუთვნილ ბინას არ გადასცემს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობარი ლიკა გამრეკელი წერს.
“ვისაც არ გახსოვთ მაშინ რას აკეთებდა შინაგან საქმეთა მინისტრი 😡
მიოთხოვა და მიიღო გია კრიალაშვილის ცხედარი 😭😭
სამართლიანობა არ აღდგა!
საქმე გამოუძიებელია და დამნაშავე არ არის დასჯილი.
ამ ხელისუფლებაში კი მის დას (ლია კრიალაშვილს) საკუთარი სახლის სანაცვლოდ რომ მისცეს ალტერნატიული ფართი, ატყუებს სამშენებლო კომპანია და არავინ გამოჩნდა ვინც დაგვეხმარებოდა სიმართლის გარკვევაში. 😡
ქალს, რომელსაც ნაცებმა სიცოცხლის ყველა შესაძლებლობა გადაუკეტეს ძმის მკვლელობის მერე, ეს ხელისუფლებაც არ აქცევს არანაირ ყურადღებას🤦🏼♀️
ამის მერე მე მართლა არვიცი რა ვთქვა😭🤷🏼♀️
Kakha Kaladze გთხოვთ, ამჯერად საჯაროდ, დაეხმარეთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანს. ძალიან ბევრი აქვს გადატანილი და იქნებ ეხლა მაინც იგრძნოს, რა არის როცა სახელმწიფო კი არ გებრძვის და გაწამებს, არამედ შენს გვერდით დგას და გეხმარება! 🙌
გთხოვთ🙌
