შალვა ნათელაშვილის შვილი გაათავისუფლეს. ლეიბორისტული პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ბექა ნათელაშვილი რამიშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ დაკავებული.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მან უკვე დატოვა პოლიციის განყოფილება და თანაპარტიელებს „ლეიბორისტების“ ოფისში შეუერთდება.
ნათელაშვილის შვილი ერთ-ერთი იყო დღეს სუს-ის შენობასთან აქციაზე დაკავებულებს შორის.
მასთან ერთად დააკავეს „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის წევრები – ნიკა და ბექა პეტრიაშვილები.
კომენტარები
