„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
მადლობა ბატონო პრეზიდენტო
ვარდების რევოლუციამ შეცვალა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ათეულობით მილიონი ადამიანით დასახლებული რეგიონი.
ვარდების რევოლუციამ არა მხოლოდ დაგვაბრუნა მსოფლიო რუკაზე, თავის ისტორიაში პირველად გავიდა საქართველო მთელს მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე ,გახდა მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, ყველაზე უსაფრთხო და ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით. ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელსაც მისაბაძ მაგალითად მიიჩნევენ, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ასევე უკრაინელები, მოლდოველები, ბელორუსები, ალბანელები, ტუნისელები, შუა აზიის ხალხები და მრავალი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. თავად საქართველოს შიგნით კითხვაზე – იყო თუ არა 9 წელი 2003 წელზე ბევრად უკეთესი და დავბრუნდით თუ არა ბოლო ექვს წელიწადში იქ, სადაც საჯარო ინსტიტუტებს, მთავრობის წარმომადგენლები კანონიერ ქურდებთან ერთად მართავენ და კორუფციამ იმდენად შეაღწია ბიზნესში, რომ ქრთამის მიცემა ბიზნესმენებისთვის ერთადერთი გამოსავალია,
გზები ორმოებით არის სავსე, ქუჩასა და ციხეში ვითარებას კრიმინალური დაჯგუფებები აკონტროლებენ?! ქურდობა, ყაჩაღობა, ავტომობილების ძარცვა, ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით ჩვეულებრივი მოვლენაა, ბიზნესი მუშაობს ჩრდილქვეშ, არაკანონიერად და კრიმინალის მფარველობით?! პასუხი მარტივად გაიცა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე !
აი ასეთი იყო საქართველო 2003 წელს და ასეთია დღეს!
ვარდების რევოლუციის მთავარი არსი არის მუდმივი მოძრაობა და განახლება. ბნელეთის და რეგრესის ძალები ჩვენ ისევ გვითრევენ ჭაობში და ამიტომ როგორც არასდროს საჭიროა ჩვენი ეროვნული სხეულის ყველა კუნთის დაძაბვა და სამშვიდობოსკენ დაჩქარებული ტემპით სვლა…
საქართველოს დასაკარგი დრო აღარ დარჩა!
#მიშა
მადლობა 9 წლისთვის ბატონო პრეზიდენტო , იქ ჩემი საქართველო დარჩა.
#დავიბრუნებთსაქართველოს
#ძალაერთობაშია“
