პრინციპულად მნიშვნელოვანია ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ხელში არ აღმოჩნდება თოფიანი ხალხი, ეს არის პოლიცია, პროკურატურა და “სუსი”,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები სამოქმედო გეგმებზე მსჯელობენ.
“პრინციპულად მნიშვნელოვანია ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ხელში არ აღმოჩნდება თოფიანი ხალხი, ეს არის პოლიცია, პროკურატურა, “სუსი”. იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ როგორ აფასებს წარსულს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ დაიბრუნა ნდობა. ეს არის მთავარი ბერკეტი ივანიშვილის ხელში, რითიც ის ებრძვის დღეს ოპოზიციას. მათი მთავარი გზავნილი გარდა იმისა, რომ ხარჯავს ფულს არის ის, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება, “ნაციონალები” დაბრუნდებიან და ისევ იქნება ტერორი, სისხლი და ა.შ. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ, როგორ უნდა მოვაწყოთ ჯანდაცვის სისტემა, ან განათლების სისტემაც, მაგრამ პრინციპული რაც არის, არის ის, რომ ადამიანებს დღესაც ეშინიათ, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ უნდა აღმოჩნდეს ძალოვანი უწყებები“, – განმარტა ჯაფარიძემ.
“გირჩის“ ლიდერის განმარტებით, ამ თემაზე მათ ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან უკვე დაიწყეს.
ზურაბ ჯაფარიძე – ძალოვანი უწყებები “ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ უნდა აღმოჩნდეს
2019/11/24 17:29:59

კომენტარები
ნანახია: 601 ჯერ