ეს არის მორიგი მცდელობა, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი შეიქმნას, თუმცა ვიხილეთ ისიც, რომ ამ მცდელობამ მალევე ფიასკო განიცადა, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
„როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ოჯახის ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს. დადასტურდა, რომ ოპოზიციონერებმა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე არაფერი იციან და მთავარი წყარო მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია.
კომენტარები
