ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“ძალიან მარტივი, მაგრამ საკმაოდ კარგად მოფიქრებული სქემაა – ბოკერიამ და მისმა “გუნდმა” ძალიან კარგად იციან, რომ აქციაზე ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანი მივა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი მათ მხარს არ უჭერს. ამიტომ სხვადასხვა მეთოდებით მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოების გაღიზიანებას – პოლიციელების შეურაცხყოფა, ქალაქის ცენტრალური ქუჩის პარალიზება, მედიის მხრიდან მოსახლეობის ტერორი, მარაზმში გადასული წვრილმანი ხულიგნობა, აბსოლუტურად უცნობი, მესამეხარისხოვანი დასავლური ორგანიზაციებისა და ბეჭდური მედიის შეშფოთებები დ.ა.შ. ასევე არის
მრავალი სხვა ფაქტორი, რაც წვეთ-წვეთობით ავსებს მოქალაქეებს მოთმინების ფიალას და გამიზნულია იმისკენ, რომ მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება.
ბუნებრივია ამ კომბინაციას უკვე აქვს გარკვეული შედეგი – მოსახლეობა უკვე ბრაზდება მმართველ პოლიტიკურ ძალაზე, რომლებიც მხოლოდ ლოზუნგებით ებრძვიან ე.წ. კოჰაბიტაციას და არ მიმართავენ იმ ქმედით ღონისძიებებს, რაც აუცილებელია კანონის უზენაესობის განსახორციელებლად.
დესტაბილიზაციის მომწყობთა მიმართ გაცემული ე.წ. “ნარუშილოვკა” საზოგადოებაში იწვევს გონივრულ ეჭვს, რომ ეს ყველაფერი არის ფარსი, დადგმული სპექტაკლი, რათა მოხდეს ჯალათებისთვის ხელისუფლების გადაბარება და იმ მახინჯი მსოფლმხედველობის გაბატონება, რომელიც ებრძვის ყველაფერ ქართულს, ტრადიციულს, ნორმალურსა და ჯანსაღს.
დამერწმუნეთ, რომ ხალხი ბრაზდება არა არჩევნების რაღაც გაურკვეველი წესის, ან დეპუტატებისთვის საქმიანობის შეზღუდვის გამო (ეს ყველას ფაქტობრივად ფეხებზე ჰკიდიათ), არამედ ბრაზდება იმ დაუცველობის განცდის გამო, რაც მათ ხელისუფლების რევერანსული ქმედებების გამო გაუჩნდათ“, – წერს გია გაბრიჭიძე.