საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად თურქეთში ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახარია თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით იმყოფება.
ცერემონია ედირნეს პროვინციაში გაიმართება.
პირველ ეტაპზე TANAP-ის გამტარიანობა წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნება. აქედან 6 მილიარდი თურქეთს მიეწოდება, დანარჩენი კი ევროპას, სადაც ბუნებრივი აირს TAP-ის მილსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2020 წლის დასაწყისში მიიღებენ. TANAP-ის აქციების წილები ასე ნაწილდება: შპს „სამხრეთის დერეფანი“ – 51%, SOCAR Turkey Enerji – 7%, Botas – 30%, BP – 12%.