სამკვირიანი ტყვეობის განმავლობაში, ცხინვალის იზოლატორში მყოფმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ოჯახისგან პირველი ამანათი მიიღო. ექიმს თბილისიდან გაგზავნილი პირადი ნივთები სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმარი წითელი ჯვრის წარმომადგენელმა მეორედ მოინახულა. როგორც მისიის წარმომადგენელი ამბობს, გაფრინდაშვილი პატიმრობის ოცდამეერთე დღესაც თავს მხნედ გრძნობს.
კომენტარები
