ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი სახალხო დამცველის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
საქართველოში სახალხო დამცველი არ რეაგირებს:
1.როდესაც უწმინდეს და უნეტარესს, მხცოვან პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ ნაძირალები.
2. როდესაც რელიგიურ სიმბოლოებს შეურაცხყოფენ ხლისტები.
3. როდესაც სამართალდამცვეელებს შეურაცხყოფას აყენებენ და დაჭერით ემუქრებიან ე.წ.დეპუტატები – ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები.
4. როდესაც პრეს-კლუბს “მთავარი” მუშაობაში ხელს უშლიან და ოფისს ურბევენ მისი პროტეჟე . ა.ს.ო.-ები..
5. როდესაც სამართალდამცავს და მასთან ერთად ათასობით მის მოგვარეს და ნათესავს გვარის გამო შეურაცხყოფენ აღვირახსნილი ე.წ. დეპუტატები…
და ასეთი უსამართლობები უსასრულობამდე …
ჰოდა, “სახალხო დამცველი” თუ არც შფოთავს, არც რეაგირებს, ბრმაა, ყრუ და პულსიც არ ესინჯება…
მაშინ, კანონის სრული დაცვით, საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
მუხლი 10
ზ) გარდაიცვალა.
p.s. ახსნა -განმარტება უნდა დავდო აუცილებლად, სწორად რომ გაიგოთ, რაც ვთქვი? სახალხო დამცველის ოფისი ერთ-ერთი წინააღმდეგია, რომ მივიღოთ ორი კანონი 1 , ცილისწამების და შეურაცხყოფის შესახებ და 2.რელიგიური სიმბოლოების შეურაცხყოფის შესახებ… ჰოდა, თუ წინააღმდეგია, მაშინ , რადგან ასეთი პრეცენდენტები შეიქმნა, კეთილი ინებოს და თვითონ დაიცვას!!! ძალიან მარტივი და სამართლიანი ლოგიკაა!!!”– წერს მანჩო გიორგობიანი.