საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე საპატრიარქოს მხრიდან შუამდგომლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხელახლა ადასტურებს, შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მიიღო.
ამასთან, ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „არსებული ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება“.
„მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შესაბამისად“ ,- აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
კომენტარები
