საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 25 დეკემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საზეიმოდ გაიხსნება საშობაო სოფელი და აინთება მთავარი ნაძვის ხე. საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
კომენტარები
