რეჟისორი ზაზა ურუშაძის დაკრძალვაზე, მოძღვარმა, პატრიარქის გამოგზავნილი სამძიმრის წერილი წაიკითხა.
პატრიარქი წერს, რომ გარდაცვალება არ არის სიკვდილი, იგი მარადიული სიცოცხლის დასაწყისია.
„ბატონი ზაზა ურუშაძის გარდაცვალებამ საყოველთაო გულისტკივილი გამოიწვია ერშიც და თვითოეულ ჩვენთაგანში. მან თავისი ეროვნული სათქმელი დაგვიტოვა ღრმა და საინტერესო ფილმების სახით. ვილოცოთ ბატონი ზაზას უკვდავი სულისთვის. მინდა, რწმენა მოგენიჭოთ, რომ გარდაცვალება არ არის სიკვდილი, არამედ მარადიული სიცოცხლის დასაწყისია…“ – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.
კომენტარები